“ერთი სტენტის ჩადგმა დასჭირდა, მაგრამ ტვინი დაზიანდა; არის მართვით სუნთქვაზე, კომაში“ - რას ამბობს მანანა ბერიკაშვილი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?
რამდეიმე დღის წინ მსახიობ ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას გული გაუჩერდა. ამის შესახებ აუდიტორიას სოციალური ქსელის საშუალებით მსახიობის დამ, მანანა ბერიკაშვილმა აცნობა.
ambebi.ge მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად მანანა ბერიკაშვილს დაუკავშირდა:
“მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, თუმცა, როგორც MRT-ზე გამოჩნდა, თავის ტვინის დიდი ნაწილი დაზიანებული არ არის. კვლავ არის მართვით სუნთქვაზე და არის კომაში. რეანიმაციის მიმართულებით ყველაფერი უკეთდება. ფილტვების ანთება უკვე ჩაქრა, თირკმელი ფუნქციონირებს, ყველა ორგანო მწყობრშია. ახლა ველოდებით კონსილიუმს გერმანელ ექიმებთან, რომ საერთო გადაწყვეტილება მივიღოთ, რადგან მთავარი პრობლემაა თავის ტვინი და მართვითი სუნთქვიდან მოხსნა.
- ხელოვნურ კომაშია?
- არანაირი... საერთოდ, ზურიკო 22 წლის ასაკიდან ინსულინზეა, დიაბეტი აქვს. თურმე "დიაბეტიკებს“ არ აქვთ ტკივილის შეგრძნება. აქედან გამომდინარე, ინფარქტმა ისე დაარტყა, ტკივილი არ უგრძვნია. უკანა კედელი დაზიანდა. როგორც კი მოხდა გულის ამუშავება (გული საკმაოდ ხანგრძლივად გაჩერდა), მაშინვე სტენტი ჩაუდგეს. ერთი სტენტის ჩადგმა დასჭირდა, მაგრამ ტვინი დაზიანდა. იხილეთ ვრცლად