loader

"ძალიან რთული პერიოდი მქონდა და მაგ პერიოდში დავიწყე ხატვა" - ლელა კილაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან რთული პერიოდი მქონდა და მაგ პერიოდში დავიწყე ხატვა" - ლელა კილაძე

"2017 წელს დავიწყე ხატვა. თვითნასწავლი მხატვარი ვარ. ძალიან რთული პერიოდი მქონდა - მაგ პერიოდში პირველად რომ შევძელი ჩემი ემოცია, შიგნიდან რაც მაწუხებდა, ფურცელზე გადმომეტანა, მერე მივხვდი, რომ ამისგან გავთავისუფლდი, მაშინ დავიწყე ხატვა. მას მერე სულ ვხატავ. ეს არის ის სამყარო, რაც მე მაინტერესებს" - ამბობს ლელა კილაძე "ფორმულასთან".

"ბაღი, სადაც გადავრჩი" - "რუმს ჰოტელ თბილისში" ლელა კილაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენა 15 იანვრამდე გაგრძელდება.

ლელა კილაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამო ხშირად ექცევა. ის დაქორწინებული იყო თბილისის ყოფილ მერზე, გიგი უგულავაზე. შემდეგ ლელამ გუკა რჩეულიშვილზე იქორწინა, თუმცა მასაც დაშორდა. ბოლო დროს კი განხილვის საგანი მისი და მუსიკოს გიორგი ცაგარელის ურთიერთობაა. წყვილი ხშირად აქვეყნებს ერთად გადაღებულ ვიდეო და ფოტომასალას.