loader

თემურ ქეცბაია შოთა არველაძესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს - "ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 წლის შემ­დეგ, ვეხ­ვე­წე­ბო­დი ხოლ­მე და არ მომ­ყვე­ბოდ­ნენ..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თემურ ქეცბაია შოთა არველაძესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს - "ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 წლის შემ­დეგ, ვეხ­ვე­წე­ბო­დი ხოლ­მე და არ მომ­ყვე­ბოდ­ნენ..."

საქართველოში ახალი საფეხბურთო პროექტი "ლეგენდების სერია" იწყება. პირველი მატჩი 2024 წლის მარტში, ბათუმში გაიმართება. საქართველოს "ლეგენდების გუნდი" მილანის "ინტერის" "ლეგენდების გუნდს" დაუპირისპირდება.

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ითამაშებენ: შოთა არველაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე და თემურ ქეცბაია. "ინტერის" ლეგენდების გუნდში კი – ლუიშ ფიგუ, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი და ესტებან კამბიასო.

აღნიშნულის შესახებ თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც მომავალ მატჩზე შოთა არველაძესთან ერთად საუბრობს.

"თუ რამე აკ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს, თბი­ლისს, ეს ფეხ­ბურ­თია. სხვა ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს, ამ­დე­ნი ტუ­რის­ტი ჩა­მო­დის და აქა­უ­რო­ბა ისე მოს­წონს, იმა­ზე ოც­ნე­ბობს, კი­დევ რო­დის ჩა­მო­ვა აქეთ. ახ­ლა­ხან მე ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში, 10 წლის შემ­დეგ. მა­ნამ­დე ვეხ­ვე­წე­ბო­დი ხოლ­მე და არ მომ­ყვე­ბოდ­ნენ. ახლა რომ ნა­ხეს, რო­გორ არის აქა­უ­რო­ბა შეც­ვლი­ლი, შინ სულ ამა­ზე გვაქვს ლა­პა­რა­კი, ამ­ბო­ბენ, რო­დის წა­ვი­დეთ უკა­ნო..." - ამ­ბობს თე­მურ ქეც­ბა­ია.