ქალი, რომელიც გუშინ გამოასახლეს, კეკელიძის N1-ში დაბრუნდა- რა ვიდეოს აქვეყნებს მარინა ხატიაშვილი
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გამოასახლეს.
პოლიცია საცხოვრებელ ბინაში წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად შევიდა. მოსახლეობა მათ წინააღმდეგობას უწევდა და კეკელიძის N1-ში მცხოვრებლების გამოსახლების საშუალებას არ აძლევდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილ ავტომობილს ერთ-ერთმა მხარდამჭერმა შუშები ჩაუმსხვრია.