"გუდაურში ტუალეტში შესვლა 5 ლარი ღირს... ყველა მნიშნავს ამ ფოტოზე, ამას როგორ გააპრავებო..." - რა გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს?
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც წერენ, რომ გუდაურშია გადაღებული. ფოტოზე ასახულია საპირფარეშო და მასში შესვლის ფასი - 5 ლარი, რასაც სოციალურ ქსელში სახალისო გამოხმაურება მოჰყვა.
"გუდაურში ტუალეტში შესვლა 5 ლარი ღირს. ყველა მნიშნავს ამ ფოტოებზე, ამას როგორ გააპრავებო. აქვე გიპასუხებთ: 45-ლარიანი ხაჭაპურის ჭამას კი უნდა 5-ლარიან ტუალეტში მონელება" - წერს დათო ლიკლიკაძე.
"გუდაურში მოფსმა 5 ლარი. გადაირბინეთ ერთი ბუჩქებში რაა, ამათ რომ არ ვაღლეტინოთ თავები" - წერს გურამ შეროზია.
"გუდაურში ხაჭაპურის თვითღირებულების გამოთვლაზე სანამ ვხოცავდით ერთმანეთს, აგერ, ბოდიში და, ტუალეტის გამოყენების ღირებულებაც დაიდო - 5 ლარი შესვლა. ნეტა, რა აძვირებს ასე? იმერულ ხაჭაპურში ყველის მთის წვერზე ატანაო და აქ რა ააქვთ? ps ისე, 45-ლარიანი ხაჭაპური კი უნდა გაგრძელდეს შესაბამისი ფასის საპირფარეშოთი. p.s. წარმოდგენაც მიჭირს, გვერდით რომ კურტკები კიდია, ის რა ეღირება" - წერს ნიკა გვარამია.
"დიდი ბოდიში საზოგადოებასთან, მაგრამ გინდ 5 ლარი დაადონ, გინდ 30. შარდის ოხშივარი წვავს თვალს, ისეთი ამბავია ხოლმე. "ვიდზე"-ც ისეთია ხოლმე, ორგანიზმს გადააფიქრებინებს" - წერს თეა გოდოლაძე.
"ამაზე სულ ის მახსენდება, ტიპმა რომ დაწერა, გორთან სპარში სეილზე 80-თეთრიანი "პერაშკი" ვჭამე და ლარი ტუალეტში გადამახდევინესო" - წერს რევაზ აფხაზავა.
"ეს თუ სიმართლეა, თუნდაც ტურისტზე ძალიან დიდი უნამუსობაა...
დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ამის გაპრავების ვარიანტებს...
ეგ 5 ლარი მარტო შესვლის არაა, გამოსვლისაც არის და მაგიტომ...
40-ლარიან ფენოვანს რომ შეჭამ და 20-ლარიან კოკა-კოლას დააყოლებ, 5 ლარი მოფსმაში აღარ უნდა გადაიხადო?" - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.