"12 წლის ბიჭი ყიდის თავის საყვარელ ნივთებს, სათამაშოებს, რომ ოჯახს დაეხმაროს - ასე მითხრა: მამიკოს ვუგროვებ ტაქსის ლიცენზიის ფულსო…" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?
სოციალური ქსელის მომხმარებელი ქეთა დაუშვილი „ფეისბუქზე“ 12 წლის გიორგის ამბავს ავრცელებს, რომელიც ოჯახის დასახმარებლად საყვარელ სათამაშოებს ყიდის.
„ილია აბულაძის 27 ნომერში (გაზაფხულის ქუჩის ბოლოს), გზად, პატარა, 12 წლის ბიჭი, გიორგი, ყიდის თავის საყვარელ ნივთებს, სათამაშოებს, რომ ოჯახს დაეხმაროს.
ასე მითხრა: მამიკოს ვუგროვებ ტაქსის ლიცენზიის ფულსო…
ვადა 2 თებერვლამდე აქვს!
დავეხმაროთ გიორგის, რომ უფრო დიდი საქმეებისთვის უფრო დიდი მოტივაცია ჰქონდეს!
მაქვს დედის პირადი ნომერი, რითაც ხდება გადარიცხვა (ვისაც არ აქვს ქეში). დაუკითხავად ვერ გავასაჯაროებ.
ხვალ მივიღებ ნებართვას და დავურთავ პოსტს, მანამდე პირადში“, - წერს ქეთა დაუშვილი.