loader

“რუკის მიხედვით, ეკიპაჟის წევრები ასურეთში, იმ ადგილას, სადაც ტრაგედია დატრიალდა, არ უნდა მოხვედრილიყვნენ...“ - სამი სავარაუდო მიზეზი, რის გამოც საფრენი ბურთის ავარიული დაშვება გახდა საჭირო: რა დეტალებზე საუბრობს სამხედრო ანალიტიკოსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“რუკის მიხედვით, ეკიპაჟის წევრები ასურეთში, იმ ადგილას, სადაც ტრაგედია დატრიალდა, არ უნდა მოხვედრილიყვნენ...“ - სამი სავარაუდო მიზეზი, რის გამოც საფრენი ბურთის ავარიული დაშვება გახდა საჭირო: რა დეტალებზე საუბრობს სამხედრო ანალიტიკოსი

7 თებერვალს ფოთიდან კახეთისკენ გაფრენილი სითბური აეროსტატი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს წამოეგო, ცეცხლი გაუჩნდა და მასში მსხდომი სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ქართველი მფრინავი რევაზ უთურგაური და მისი პოლონელი კოლეგა, „იმედის“ ტელევიზიის ოპერატორთან, მიშო ბიძინაშვილთან ერთად, საჰაერო ბუშტით ფოთის სტადიონიდან აფრინდნენ და გეზი აღმოსავლეთ საქართველოსკენ აიღეს. ეს სატესტო ფრენა უნდა ყოფილიყო, რის შემდეგაც იგივე ეკიპაჟი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სარეკორდო ფრენას გეგმავდა.

ტრაგიკული შემთხვევა ასურეთში დაახლობით 12 საათსა და 40 წუთზე მოხდა. 8-საათიანი ფრენის შემდეგ საფრენ ბურთს პრობლემები შეექმნა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებშიც ჩანს, რომ სითბური აეროსტატი ასურეთში საავარიო დაშვებას ცდილობდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. ასურეთი ზღვის დონიდან 760-800 მეტრზე მდებარეობს, რაც გადაულახავ სიმაღლეს არ წარმოადგენს.

რა შეიძლება გამხდარიყო ამ ტრაგიკული საჰაერო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი? საჰაერო ავარიის გამოძიებებისას, როგორც წესი, სამ ძირითად მიზეზს ასახელებენ: ეკიპაჟის შეცდომა, საფრენი აპარატის ტექნიკური პრობლემა და მეტეოროლოგიური პირობები.