loader

ცნობილია, ვინ შეცვლის ნინო გიორგობიანს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის პოსტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, ვინ შეცვლის ნინო გიორგობიანს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის პოსტზე

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის პოსტზე ნინო გიორგობიანს მიშა ფეიქრიშვილი შეცვლის.

ამის შესახებ ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

"წარმატებები მიშას ურთულეს, მაგრამ საინტერესო საქმეში.... ბევრი კარგი ამბები და დღეები... დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ადგილს მიშა ფეიქრიშვილს ვაბარებ" - წერს ნინო გიორგობიანი და ფოტოს აქვეყნებს.

მიშა ფეიქრიშვილი "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი 2023 წლის მაისიდან იყო, მანამდე კი ის პარლამენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.