loader

"კაცი არასრულწლოვან დისშვილს 7 წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა" - რა განაჩენი გამოუტანა სასამართლომ მოძალადე ბიძას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კაცი არასრულწლოვან დისშვილს 7 წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა" - რა განაჩენი გამოუტანა სასამართლომ მოძალადე ბიძას?

"თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს. სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა" - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა.

"გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად, გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად" - ნათქვამია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოქვეყნების თარიღი: 15-02-2024