რა ხდება ცნობილი მამაკაცზე, რომელსაც ამერიკაში მესამე დღეა ეძებენ- “კონი აილენდის საავადმყოფოში შაბათ დღეს არის ნამყოფი, ორშაბათიდან დაიკარგა“
უკვე მესამე დღეა, ოჯახის წევრები აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს, კობა ძიგრაშვილს ეძებენ. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის დახურულ ჯგუფებში ვრცელდება.
როგორც მისი ოჯახის წევრი ირმა ადეიშვილი წერს, ბოლოს 36 წლის ახალგაზრდა კაცი ბრუკლინიდან ლონგ-აილენდზე მიდიოდა ცისფერი Toyota Prius-ით.
კობა კონი აილენდის საავადმყოფოში შაბათს, 17 თებერვალს იმყოფებოდა. მისი კვალი ორშაბათიდან - 19 თებერვლიდან იკარგება.
“კონი აილენდის საავადმყოფოში შაბათ დღეს არის ნამყოფი, ორშაბათიდან დაიკარგა ეს ბიჭი. ყველა და ყველგან ეძებს, სადაც და ვისთანაც კი შეხება ჰქონდა... ეძებენ პოლიცია და საელჩოც“ - წერს მარი ტყეშელაშვილი.
საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია შტატების პოლიცია და საქართველოს საკონსულო.