loader

ვრცელდება იმ მანქანის კადრები, რომლითაც კობა ძიგრაშვილი აშშ-ში ავარიაში მოყვა - "მძიმე ავარიის შედეგად, მას ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს... დავეხმაროთ, დაბრუნდეს ოჯახში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება იმ მანქანის კადრები, რომლითაც კობა ძიგრაშვილი აშშ-ში ავარიაში მოყვა - "მძიმე ავარიის შედეგად, მას ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს... დავეხმაროთ, დაბრუნდეს ოჯახში"

"მძიმე ავარიის შედეგად, კობას ძიგრაშვილს ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები უფიქსირდება" - კობა ძიგრაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ავარიაში მოყვა და ახლობლები საქართველოდან რამდენიმე დღე ეძებდნენ, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნათია ნუცუბიძე წერს.

"მეგობრებო, ჩემებო! ნაცნობებო და უცნობებო, მოგმართავთ, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ და ბოლომდე გავაკეთოთ სიკეთე კობას დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ კობას სურს, ხალხს იქით დაეხმაროს, რეალობა გვაქვს სხვა. მან მხოლოდ ითხოვა დახმარება მანქანის გაგზავნაში საქართველოში, რომ იქ შეძლებოდა ამ მანქანით ემუშავა, თუმცა რეალობა შეგიძლიათ ფოტოზე იხილოთ. ის დღესდღეობით ავარიის მომენტს ვერ აღიქვამს...

მძიმე ავარიის შედეგად, კობას ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები უფიქსირდება.

მას ესაჭიროება სრული რეაბილიტაცია, მუდმივი ზრუნვა, სითბო და სიყვარული, რისი უზრუნველყოფა მხოლოდ მის ოჯახს შეუძლია!

შესაბამისად, დავეხმაროთ კობას, დაბრუნდეს მის ოჯახში და მცირე ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ამ ხარჯებთან დაკავშირებით გავუწიოთ დახმარება. ვისაც რამდენი შეგიძლიათ, მისაღები და დასაფასებელია თითოეული დოლარიც! თანხა ჩაირიცხება პირადად კობას ანგარიშზე ზელეს მეშვეობით, რომლის სქრინებიც აიტვირთება ჩარიცხვების დამთავრებისთანავე, სადაც შეგეძლებათ გადაამოწმოთ თქვენ მიერ დარიცხული თანხა, თუმცა ესეც არაა სავალდებულო ,რადგან თანხა არ ირიცხება არავინ სხვასთან, პირადად კობას ანგარიშზე.

+1 (929) 616-4127 კობა ძიგრაშვილი... საქართველოს ბანკი - #GE89BG0000000162491474 - კობა ძიგრაშვილი.

გთხოვთ ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ დაეხმაროთ, გაავრცელეთ ეს პოსტი. წინასწარ ყველას მადლობა.

ამ ვიდეოს ვურთავ, რადგან ამ დრომდე ვერიდებოდით დახმარების პოსტის გამოქვეყნებას, რადგან თავად კობა იყო წინააღმდეგი და მის ისედაც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე არ გამოგვეწვია გართულება. ის დღესდღეობით ვერ აღიქვამდა მომხდარ სიტუაციას და თუ რატომ გვქონდა სურვილი დახმარების თანხის აკრეფის მიზნით. ყველა საკითხი მეტ-ნაკლებად გაირკვა და სწორი გადაწყვეტილებით, ვისაც სურვილი გაქვთ, პირადად კობას ზელეზე დარიცხეთ დახმარება" - წერს ნათია ნუცუბიძე სოციალურ ქსელში.