loader

რატომ არის სულხან-საბას გადმოსვენება დაგვიანებული - კარტოფილის საწყობი ბაგრატიონთა საძვალეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ არის სულხან-საბას გადმოსვენება დაგვიანებული - კარტოფილის საწყობი ბაგრატიონთა საძვალეზე

ოფიციალური თბილისი რუსეთში XVIII საუკუნეში გადახვეწილ ქართველ დიდებულთა სამშობლოში გადმოსვენებაზე ალაპარაკდა. ქართული მხარე გადაწყვეტილებას ვსესვიატსკოეს ქართველთა პანთეონში მიმდინარე უკანონო მშენებლობით ხსნის, რამაც შესაძლოა იქ განთავსებული ტაძარი და ბაგრატიონთა უძველესი საფლავი მთლიანად გაანადგუროს. პირველად სულხან-საბა ორბელიანის გადმოსვენების საკითხი დადგება.

ხელისუფლებისგან განსხვავებით ქართველთა სასაფლაოზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს გივი ღამბაშიძეს. მეცნიერი, რომელიც საზღვარგარეთ, მათ შორის მოსკოვში მდებარე ქართული კულტურის ძეგლებს ათეული წელია იკვლევს, ამტკიცებს, რომ დიდგვაროვანთა საძვალე უკვე განადგურებული, საფლავები კი ამოთხრილია.

მოსკოვში ქართველთა დასახლების უბანი XVIII საუკუნის 90-იან წლებში შეიქმნა.
ტაძარი ვსესვიატსკოეში მეფე არჩილ მეორის ქალიშვილის, დარეჯან ბატონიშვილის ძალისხმევით აშენდა. აქამდე ის ასეულობით ქართველი დიდგვაროვნის საძვალეს წარმოადგენდა. ამჟამად _ საფრთხე ემუქრება. ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, ბაგრატიონთა საფლავებზე კარტოფილის საწყობს აშენებენ.