ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დამრღვევებისთვის ჯარიმები მკაცრდება
ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დამრღვევებისთვის ჯარიმები მკაცრდება. შემოდის ახალი ჯარიმები, არსებული კი ორმაგდება.
ღერძულა ხაზის გადაკვეთა, რომელიც 50 ლარით ჯარიმდებოდა, 100 ლარამდე იზრდება. წელიწადში მეორე მსგავსი შემთხვევისთვის დამრღვევს 200 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.
გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების და მანევრირების წესების დარღვევა 50 ლარი ღირს. აქამდე აღნიშნული ქმედებისთვის ჯარიმა განსაზღვრული არ იყო. გაორმაგდა საავარიო ვითარებისა და საცობის შექმნისთვის დაწესებული ჯარიმაც. ის 100 ლარიდან 200 ლარამდე გაზარდა.
ოფიციალური ინფორმაციით, წლის განმავლობაში ავტოავარიების შედეგად დაახლოებით 2000–მდე ადამიანია დაზარალდა, 200-მდე კი გარდაიცვალა.
პარლამენტში კანონპროექტის განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება. მისი ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა.
ამ თემაზე სტატია იხილეთ "კვირის პალიტრის" საიტზე