loader

უცნაური ფაქტი ბათუმში, რომელსაც ადგილობრივები ახსნას ვერ უძებნიან - “გასაქურდად ამზადებენ თუ დასაწვავად?..“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უცნაური ფაქტი ბათუმში, რომელსაც ადგილობრივები ახსნას ვერ უძებნიან - “გასაქურდად ამზადებენ თუ დასაწვავად?..“

უცნაური ფაქტი ბათუმში, რომელსაც ადგილობრივები ახსნას ვერ უძებნიან.

ვიდეოს ბათუმის მკვიდრი აქვეყნებს "ფეისბუქზე" და წერს:

“ვინმეს შეუძლია ამიხსნას, ეს რას უნდა ნიშნავდეს? ლუკა ასათიანის ქუჩა ბათუმში, ყოველი მანქანის კარებთან ცარიელი ბოთლები? გასაქურდად ამზადებენ თუ დასაწვავად? თუ რა მაფიაა, ვერ გავიგე?“

კომენტარებში ვიდეოს მხილველები გაკვირვებას გამოთქვამენ.

“ალბათ მონიშნეს, დააკვირდებიან, რომელ მანქანასთანაც ბოთლი ისევ იქნება, ალბათ მერე გაქურდავენ...

ტეხასადაა ქცეული საქართველო, “განგსტერების“ გაკეთებულია...

მაგ ქუჩაზე მანქანა მყავდა გაჩერებული ერთხელ და სავარაუდოდ, ვერ შემამჩნიეს მანქანაში და კარი გამიღეს, მოსინჯეს, ღია იყო თუ არა“ - წერენ ვიდეოს კომენტარებში.

ვიდეო: თორნიკე დევაძე