loader

“ოთხივე საბურავი დისკებით მომპარეს! მე მთლიანად მანქანა მომპარეს, სამი მანქანა დალეწეს - არასრულწლოვნები არიანო და არც დააკავეს!“ - რას წერენ დაზარალებულები ავტომობილების გახშირებული ძარცვის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ოთხივე საბურავი დისკებით მომპარეს! მე მთლიანად მანქანა მომპარეს, სამი მანქანა დალეწეს - არასრულწლოვნები არიანო და არც დააკავეს!“ - რას წერენ დაზარალებულები ავტომობილების გახშირებული ძარცვის შესახებ

“ოთხივე საბურავი დისკებით მომპარეს! მე მთლიანად მანქანა მომპარეს, სამი მანქანა დალეწეს - არასრულწლოვნები არიანო და არც დააკავეს!“ - რას წერენ დაზარალებულები ავტომობილების გახშირებული ძარცვის შესახებ

მედია აქტიურად წერს “სასოწარკვეთილი მომხმარებლის ჯგუფში“ გამოქვეყნებული ფოტოსა და ფაქტის შესახებ, რომელიც ბათუმში მოხდა. ავტომობილის მეპატრონეს მანქანა გაძარცვული დახვდა - ოთხივე ბორბალი დისკებიანად მოხსნილი და აგურებზე შეყენებული.

პოსტს უამრავი გამოხმაურება აქვს. როგორც აღმოჩნდა, ავტომობილების ძარცვა ძალიან გახშირებულია. საკუთარ ცუდ გამოცდილებას დაზარალებულები თავად წერენ:

“გამარჯობა, ჯგუფის წევრებო. პირველად მიწევს ამ ჯგუფში დაპოსტვა და არ მეგონა, თუ ოდესმე მომიწევდა. დღეს დილით ასეთ მდგომარეობაში დამხვდა ჩემი მანქანა, 4-ივე საბურავი დისკებით მომპარეს. თუ ამ პოსტს კითხულობს ის, ვინც გააკეთა, დააბრუნე, რაც წაიღე, გთხოვ, ისევ მე შევიძენ, თუ გაყიდვას აპირებ, ნუღარ მაწვალებ თავიდან საბურავების ძებნაზე და კეთებაზე. თუ არა და, რომელ მანქანასაც უნდა გაუკეთო ეგ დისკები, მაინც ამოვიცნობ, დანიშნული მქონდა. პ.ს. შემთხვევა მოხდა ბათუმში“ - წერს დაზარალებული.

“- მეგონა, აგურებზე შეყენებული მანქანები 90-იანების ისტორიას ჩაბარდა...

- მე წინა წელს კატალიზატორი მომპარეს...

- ეგ რა არის, ჩემს ახლობელს მანქანა მოპარეს მთლიანი, 1 წლის წინ...

- ჩემს დას 7 საათზე ხალხმრავალ ადგილას, წერეთელზე, ჩაუმტვრიეს მანქანა და ამოიღეს ფული! როგორც ირკვევა, არასრულწლოვნები თაღლითობენ, რომლებსაც ეს უაზრო კანონები იცავს! პოლიციამ, ვერაფერს ვუხერხებთ არასრულწლოვნებსო, რომც მივაგნოთ დამნაშავეს, მაინც დაუსჯელი დარჩებაო. ეს ლაწირაკები ძაან კარგად იცნობენ თავიანთ უფლებებს. სავარაუდოდ, ვიღაც სრულწლოვანი უფროსი ჰყავთ, რომელიც ამათ კურირებს...

- ვაიმე, ძაან მომრავლდა ბათუმში მსგავსი ფაქტები + მანქანის გატეხაც. არასრულწლოვნები აკეთებენ, 1-2-ჯერ გამოვიჭირე ჩემს ეზოში, გატეხას უპირებდნენ ჩემს მანქანას, პოლიცია ვერ იჭერს ასაკის გამო და უშვებენ მალევე...

- მე მთლიანად მანქანა მომპარეს. იქამდე ირბინეს, სანამ სამი მანქანა არ დალეწეს. დილით მანქანა რომ არ დამხვდა, პოლიციით მივაგენით, თუმცა არასრულწლოვნები არიანო და არც დააკავეს! ესეც ბათუმში მოხდა“ - წერენ დაზარალებულები.