loader

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება მიულოცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება მიულოცეს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენს შოთა ომარაშვილს, პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტებმა მიულოცეს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენთან შეხვედრა დღეს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა. დუბაიში გამართული სალიცენზიო ტურნირის შედეგები, სადაც ომარაშვილი წოლჭილის სახეობაში ასპარეზობდა, ქართულ მხარეს ორი დღის წინ აცნობეს.

ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც 60 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, წოლჭილში 135 კგ ასწია, რაც პარაოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. პარაოლიმპიური თამაშები ლონდონის ოლიმპიადის დასრულებიდან ორ კვირაში აიღებს სტარტს.