loader

ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს

ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა, რომელიც აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად 11 მარტს დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.