loader

“მოლოტოვის კოქტეილი“, ბრილიანტის მწვანე საარჩევნო ყუთში და ხანძარი- დაუჯერებელი კადრები რუსეთიდან, სადაც მოსახლეობა არჩევნების ჩაშლას სხვადასხვა გზებით ცდილობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მოლოტოვის კოქტეილი“, ბრილიანტის მწვანე საარჩევნო ყუთში და ხანძარი- დაუჯერებელი კადრები რუსეთიდან, სადაც მოსახლეობა არჩევნების ჩაშლას სხვადასხვა გზებით ცდილობს

“მოლოტოვის კოქტეილი“, ბრილიანტის მწვანე საარჩევნო ყუთში და ხანძარი- დაუჯერებელი კადრები რუსეთიდან, სადაც მოსახლეობა არჩევნების ჩაშლას სხვადასხვა გზებით ცდილობს

რუსული მედია სხვადასხვა საარჩევნო უბნებიდან მოპოვებულ კადრებს ავრცელებს. ამომრჩევლები არჩევნების ჩაშლას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ. მაგალითად: მოსკოვის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ქალმა ხანძარი გააჩინა. პეტერბურგში, უბანზე ასაკოვანმა ქალმა მოლოტოვის კოქტეილი დააგდო, კადრებში ასევე ჩანს, რომ ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ყუთში ბრილიანტის მწვანე ჩაასხა.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა მოსკოვში, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და როსტოვის რეგიონში.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. დღეს დილით, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე საარჩევნო უბნები გაიხსნა ხაკასეთის, კრასნოიარსკისა და ალთაის მხარეებში, ნოვოსიბირსკის, ტომსკისა და კემეროვოს ოლქებში, ასევე ალთაისა და ტუვას რესპუბლიკებში. საარჩევნო უბნები გაიხსნა ირკუტსკის ოლქსა და ბურიატიაშიც.

ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამ დღეს გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს. არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი მონაწილეობს : ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან“, ნიკოლაი ხარიტონოვი „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან“ და ვლადისლავ დავანკოვი „ახალი ხალხის“ პარტიიდან. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არც ერთი ოპოზიციური და ომის მოწინააღმდეგე კანდიდატი არ დაარეგისტრირა. 71 წლის პუტინი, რომელიც რუსეთის ფედერაციას 24 წელია მართავს, პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას კიდევ ექვსი წლით აპირებს.