loader

“კინაღამ ტრაგედია დატრიალდა“- როგორია ტრიბუნიდან გადმოვარდნილი ქომაგის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“კინაღამ ტრაგედია დატრიალდა“- როგორია ტრიბუნიდან გადმოვარდნილი ქომაგის მდგომარეობა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს

თელავში გულშემატკივარი ტრიბუნიდან გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც FC Telavi - სკ თელავის ოფიციალური გვერდი ავრცელებს, ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. .

“ბაქარ, შენთან ვართ!

ბათუმის "დინამოსთან" მატჩის მიმდინარეობისას "კავკასიონი არენაზე" კინაღამ ტრაგედია დატრიალდა და საბედნიეროდ, გადავრჩით - ღვთის მადლით და სკ "თელავის" ექიმების და სტადიონზე მყოფი სასწრაფო-სამედიცინო პერსონალის დროული ჩარევის შედეგად, ტრიბუნიდან გადმოვარდნილი ჩვენი გუნდის ერთგული გულშემატკივრის, ბაქარ ოთარაშვილის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა დროულად მოხერხდა

მადლობა ღმერთს და გეტყვით, რომ ბაქარი ახლა კარგადაა, რაც მთავარია, ცოცხალია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ბაქარ, გვიყვარხარ და შენთან ვართ!