loader

"ამოგვასუნთქეთ! 3 დღეა ვტირი, გეყოფათ! სასწაული კადრებია!" - ვრცელდება ახალი ემოციური ვიდეოკადრები: რა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამოგვასუნთქეთ! 3 დღეა ვტირი, გეყოფათ! სასწაული კადრებია!" - ვრცელდება ახალი ემოციური ვიდეოკადრები: რა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა.

ემოციური ვიდეო ეროვნული ნაკრების "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნდა.

"ამოგვასუნთქეთ! 3 დღეა ვტირი, გეყოფათ!

სასწაული კადრებია… ასე გამოიყურება ბედნიერება...

ყველაზე ლამაზად ქართველებს გვიხარია! ყველაზე ლამაზად ჩვენ ვზეიმობთ! თქვენ გენაცვალეთ, ლომებოოო!

აღარ დადოთ ვიდეოები, თორემ გამისკდა გული... სასწაულზე სასწაული გუნდი...

გეფიცები, ცრემლად ვიღვრები! ბიჭებო, მადლობა ამ ენით აუწერელი ემოციებისთვის და სიხარულისთვის!