"სტადიონზე არ ხდებოდა ასეთი ამბავი..." - რა კადრები ვრცელდება "ბიბლუსისა" და "პეპელას" აუთლეტ მაღაზიიდან, სადაც ფასდაკლების გამო ასობით ადამიანი მივიდა
30 და 31 მარტს, "ბიბლუსისა" და "პეპელას" აუთლეტის მაღაზიაში (ჰუალინგ პლაზაში) სასურველი 10 ნივთის შეძენას მხოლოდ 50 ლარად შეძლებთ.
სოციალურ ქსელში მაღაზიაში გადაღებული კადრები ვრცელდება, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"კონსულტანტები როგორ არიან? ადგილზე არის ყველა?
როგორ დაულეწიათ ყველაფერი...
კარგია. წაიკითხავენ იმ წიგნებს და შემდეგ წელს აღარ იზამენ ასე....
სტადიონზე არ ხდებოდა ასეთი ამბავი...
დარწმუნებული ვარ, წიგნები ისევ ადგილზეა...
მომსახურე პერსონალს გამძლეობას გისურვებთ
ბავშვთან ერთად ვიყავი დაახლოებით ერთი საათის წინ და კარიდანვე უკან გავბრუნდი..." - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ვიდეო: creativityty