გამჭვირვალე კოლჰოტი და წყვილის კიდევ ერთი სკანდალური გამოჩენა - ქანიე უესტისა და მისი ცოლის კადრებს ისევ აჟიოტაჟი მოჰყვა
ცნობილი რეპერის, ქანიე უესტისა და მისი ცოლის, ბიანკა ცენსორის კადრებს სოციალურ ქსელში ისევ აჟიოტაჟი მოჰყვა. ავსტრალიელი არქიტექტორი საზოგადოებაში გამჭვირვალე კოლჰოტით და ბიუსტჰალტერით გამოჩნდა.
ბიანკა ცენსორის ჩაცმულობა ყოველთვის განხილვის საგანია. ის არ ერიდება ქუჩაში ნახევრად შიშველი სიარულს.
ვარაუდის მიხედვით, ქანიე ცდილობს, რომ ბიანკა, ჩაცმულობის ხარჯზე,, კიმ კარდაშიანზე უფრო პოპულარული გახადოს. მოარული ხმების მიხედვით, რეპერი ცოლს ასეთი გამომწვევი ტანსაცმლის ჩაცმას "აიძულებდა" და ამაზე ბიანკას ოჯახიც წუხილს გამოთქვამდა. თუმცა პიარის ექსპერტი ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი წყვილის გეგმის ნაწილია და ისინი უბრალოდ ყურადღების მიქცევას ცდილობენ.
ცნობისთვის, ქანიემ და ბიანკამ 2022 წელს იქორწინეს.