loader

სკანდალური ვიდეო - "ფეხებით შემდგა, ძირს დამაგდო და ფეხები მირტყა" - სამშენებლო კომპანიის დირექტორი ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალური ვიდეო - "ფეხებით შემდგა, ძირს დამაგდო და ფეხები მირტყა" - სამშენებლო კომპანიის დირექტორი ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით კომ­პა­ნია "იქს 2"-ის დი­რექ­ტო­რი ვა­ლე­რი­ან კირ­კი­ტა­ძე და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ადას­ტუ­რე­ბენ. უწყე­ბის ცნო­ბით, კირ­კი­ტა­ძის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე (ძა­ლა­დო­ბა) მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ყვე­ლა­ფე­რი 8 აპ­რილს და­ი­წყო, როცა სო­ფია მე­ფა­რიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ მას სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნის დი­რექ­ტო­რი და მთა­ვა­რი მე­წი­ლე ვა­ლე­რი­ან კირ­კი­ტა­ძე ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბა. რო­გორც მე­ფა­რიშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, შარ­ტა­ვას ქუჩა­ზე, კომ­პა­ნია "იქს ორის" მიერ აშე­ნე­ბულ კორ­პუს­ში, სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლით გა­და­ურ­ჩა, დე­დას­თან ერ­თად იყო, როცა ლიფ­ტი მა­ღა­ლი სარ­თუ­ლი­დან მო­წყდა და მე­სა­მე სარ­თულ­ზე აღ­მოჩ­ნდნენ, მათი გა­მოყ­ვა­ნა კი სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რებ­მა შეძ­ლო. რო­გორც ირ­კვე­ვა, სწო­რედ ამის გა­სარ­კვე­ვად მი­ვი­და ოფის­ში, რა­საც ინ­ცი­დენ­ტი მოჰ­ყვა.

"ვა­ლე­რი­ა­ნი ყვე­ლამ გა­ი­ცა­ნით, ლიფ­ტის მო­წეს­რი­გე­ბას ვთხოვ­დი, დედა ჩა­მაკ­ვდა მანდ ლა­მის ხე­ლებ­ში და ასე მი­პა­სუ­ხა ამ არა­რა­ო­ბამ !!!!!! ლიფ­ტი ჩა­მო­ვარ­და და ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მუ­შა­ო­ბა გა­აგ­რძე­ლა ლიფტ­მა. მანდ ადრე ერთი ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი და ეს იყო ამის პა­სუ­ხი !!!! ცი­ხის გი­სო­სე­ბი უნდა ვაწ­მენ­დი­ნო" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სო­ფია მე­ფა­რიშ­ვი­ლი.

წყარო