loader

"ძალიან გულწრფელი მინდა ვიყო..." - რა თქვა მამუკა მდინარაძემ გიორგი ქოჩორაშვილსა და მამამისზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან გულწრფელი მინდა ვიყო..." - რა თქვა მამუკა მდინარაძემ გიორგი ქოჩორაშვილსა და მამამისზე?

მე ჯერ გეტყვით შვილზე, ძალიან გულწრფელი მინდა ვიყო ამასთან დაკავშირებით - ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა და ისეთებს გაიტანს კიდევ ამის შემდეგ, რომ პოლიტიკაში რაც უნდა „გამაზოს“, მაინც გვეყვარება ყველა ქართველს და მაინც მაგარი კაცი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის „ინსტაგრამის“ გვერდზე გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელის მამა ნამდვილად გიორგი გახარიას პარტიის წევრია, ის დაეთანხმება პარტიის გენერალური მდივნის შეფასებას, რომელმაც აღნიშნა, რომ როინ ქოჩორაშვილი „ნაცია“.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტთან დაკავშირებით გუშინ დედაქალაქში მარში გაიმართა. თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გამო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი გიორგი ქოჩორაშვილი. მან "ინ­სტაგ­რა­მის" "სთო­რი­ში" აქ­ცი­ა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამასთან, „ფეისბუქპოსტი" დაწერა გიორგი ქოჩორაშვილის მამამ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს გზა ევროპაშია.