loader

“რუსულს მე აქ ვერაფერს ვერ ვხედავ - საქმე არ გვაქვს, ვიფხანთ რაღაცებს და მახათებს ვიყრით” - ზურა ყიფშიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“რუსულს მე აქ ვერაფერს ვერ ვხედავ - საქმე არ გვაქვს, ვიფხანთ რაღაცებს და მახათებს ვიყრით” - ზურა ყიფშიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე

„თუ იმისთვის არიან {ენჯეოები}, რომ სახელმწიფოს ხელი შეუშალონ, უნდა კონტროლდებოდნენ!", - ასე აფასებს ლეგენდარული მსახიობი ზურა ყიფშიძე „დაიჯესტთან" ინტერვიუში კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რაც პარლამენტს ხელახლა წარედგინა.

მისივე განმარტებით, კანონში „რუსულს" ვერაფერს ხედავს.

„ღმერთო ჩემო, სულ ვუსმენ და ვერაფერი გავიგე, რა უნდათ და რატომ კამათობენ?! რუსულს მე აქ ვერაფერს ვერ ვხედავ. საქმე არ გვაქვს, ვიფხანთ რაღაცებს და მახათებს ვიყრით. თუ იმისთვის არიან {ენჯეოები}, რომ შეუშალონ ხელი სახელმწიფოს, უნდა კონტროლდებოდნენ. გარკვეულწილად უშლიან ხელს, რა თქმა უნდა", - ამბობს ზურა ყიფშიძე.

წყარო: https://digest.ge/news/sazogadoeba/tu-imistvis-arian-enjeoebi-rom-sheushalon-kheli-sakhelmtsifos-unda-kontroldebodnen-zura-yifshidze-gamchvirvalobis-kanonproeqtze