loader

მამარდაშვილი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა - მან "ვალენსიას" უკაპიტნა, პენალტი ვერ გაუტანეს და მეთორმეტედ შეინახა კარი მშრალად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამარდაშვილი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა - მან "ვალენსიას" უკაპიტნა, პენალტი ვერ გაუტანეს და მეთორმეტედ შეინახა კარი მშრალად

ლა ლიგის 31-ე ტურის დასკვნით მატჩში „ვალენსიამ“ გასვლაზე „ოსასუნა“ 1:0 დაამარცხა.

სტუმრები პირველ ტაიმში უკეთ თამაშობდნენ და დუროს გამოუყენებელი შანსის შემდეგ ალმეიდამ დააწინაურა. მასპინძლებს ერთადერთი მომენტი ჰქონდათ, როდესაც გომესის დარტყმული ბურთი გერასგან რიკოშეტით ძელს მოხვდა. მეორე ტაიმში „ოსასუნა“ უპირატესობას დაეუფლა და შეუტია: გატანა ბუდიმირს შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მამარდაშვილის კარს, რომელიც გუნდის კაპიტანი იყო. მერე გიორგიმ პირისპირ გასულ გარსიას არ გაატანინა. 85-ე წუთზე მამარდაშვილმა დროის გაყვანის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. ცოტა ხანში ერანდოს თავურმაც ვერ უწია მიზანს. კომპენსირებულ დროში ბუდიმირი საჯარიმოში გილიამონმა წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც უხეიროდ თავად დაზარალებულმა შეასრულა, ქართველი ბურთს დაეუფლა და „ღამურებმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მამარდაშვილმა ბოლო 3 მატჩში არ გაუშვა გოლი და 12 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად. მისი თამაში Whoscored-მა 7.3 ქულით შეაფასა, Flashscore-მ - 7.2-ით, ხოლო Sofascore-მ - 7.1-ით.

„ვალენსია“ 47 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 20 აპრილს „ბეტისს“ უმასპინძლებს.