loader

“ჩვენი ფეხბურთელების, ზოგადად, სპორტსმენების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება” - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩვენი ფეხბურთელების, ზოგადად, სპორტსმენების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება” - კახა კალაძე

"კონკრეტული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ფაშისტები, რომლებიც ახალისებენ ძალადობასა და ბულინგს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში სპორტსმენების, მსახიობების, მედიისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ ბულინგი ხორციელდება.

„ჩვენთვისაც, ყველასათვის მნიშვნელოვანია მშვიდობა. ჩვენი მიზანი, რომლისკენაც მივისწრაფვით, არის ევროპული მომავალი. ჩვენი ფეხბურთელების, ზოგადად, სპორტსმენების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება მათ პირად შეტყობინებებში, რას სწერენ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ. ვინ აკეთებს ამას და ვინ დგას ამის უკან, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცხადია. ეს ადამიანები თავის ხელწერას ინარჩუნებენ - ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. ლიბერალიზმთან, დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებთან საერთოდ კავშირი არ აქვთ. ანალოგიური ბულინგი ხორციელდება მედიის წარმომადგენლების მიმართ. ერთი ადამიანი არ გამოსულა, რომ ეს ყველაფერი და ეს ზოგადი ბულინგი დაეგმო. თუნდაც მამუკა მდინარაძეს ელისაშვილი რომ მიეპარა, ხომ ნახეთ, ამას რა განცხადებები მოჰყვა. ძალადობის წახალისება მიმდინარეობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვისაც ხელისუფლების არ სჯერა, თავად შეუძლია წაიკითხოს კანონპროექტი და დარწმუნდეს, რომ ის ევროპულ მომავალს არ ეწინააღმდეგება.