loader

"არასწორებო!.. ნინოს ხათრი რომ გქონდეთ, ასე კი არ მოიქცეოდით!" - ხმაური და დაპირისპირება რუსთავში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არასწორებო!.. ნინოს ხათრი რომ გქონდეთ, ასე კი არ მოიქცეოდით!" - ხმაური და დაპირისპირება რუსთავში

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაურია. „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა რუსთავის მერს მიმართეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი „ნაცებთან“ ერთად გამოუცხადა.

„ნაცებთან“ ერთად უწყობთ თუ არა იმპიჩმენტს საკრებულოს თავმჯდომარეს ახლა, ნინო? მიპასუხეთ. თქვენ საკმარისი ხმები არ გაქვთ „ნაცების“ გარეშე“, - მიმართა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს.

„თქვენი უსაქმურობის დრო დამთავრდა, თავმჯდომარე გადადგა“, – მიმართა რუსთავის მერმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს.

ნინო ლაცაბიძემ მედიასთან განმარტა, რომ რუსთავის მოქალაქეები გადაწყვეტენ, ოპოზიციური საკრებულო ეყოლება თუ არა.

ვიდეო: "ინფო რუსთავი"