loader

"დავადგენთ თქვენს ვინაობას და დაგაჯარიმებთ“ - პოლიციამ ახალგაზრდებს, რომელთაც რუსთაველის გამზირი აქვთ გადაკეტილი, გზის სავალი ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდა, რასაც ხმაური მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დავადგენთ თქვენს ვინაობას და დაგაჯარიმებთ“ - პოლიციამ ახალგაზრდებს, რომელთაც რუსთაველის გამზირი აქვთ გადაკეტილი, გზის სავალი ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდა, რასაც ხმაური მოჰყვა

აქციის ორგანიზატორებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, გზის სავალი ნაწილის “ხელოვნურად გადაკეტვა შეეწყვიტათ” და პარლამენტთან, ტროტუარზე გადაენაცვლათ.

სამართალდამცველების განცხადებით, გზის ხელოვნურად გადაკეტვის შემთხვევაში აქციის ორგანიზატორებისთვის ჯარიმა 5000 ლარია.

ასევე, მათი თქმით, იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ეცდებიან და მათთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=-ntUt2-1ooc