loader

ნანკა კალატოზიშვილი ყიფშიძეების გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება - "არ შეიძლება ყველა მხრიდან წნეხში იყოს... როგორი მართლებიც არ უნდა იყოთ, აუცილებლად ატკენთ მას გულს..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნანკა კალატოზიშვილი ყიფშიძეების გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება - "არ შეიძლება ყველა მხრიდან წნეხში იყოს... როგორი მართლებიც არ უნდა იყოთ, აუცილებლად ატკენთ მას გულს..."

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ყიფშიძეების გარშემო ატეხილ სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მისთვის ოჯახის წევრებთან მსგავსი, მარტივად რომ ვთქვა, უთანხმოება, დარწმუნებული ვარ, პირველად მოხდა. სიგიჟემდე უყვარს მამაც და ბაბუაც. ამიტომ ყველა, ვინც ოდნავ მაინც სცემთ ამ მებრძოლ და ულამაზეს გოგოს პატივს, მინიმუმ, ამის გამო შეიკავეთ თავი.

არ მგონია, მისთვის საყვარელი ადამიანების ლანძღვით მას აძლიერებდეთ. თან მისივე გვერდზე. როგორი მართლებიც უნდა იყოთ, აუცილებლად ატკენთ მას გულს. არ შეიძლება ყველა მხრიდან წნეხში იყოს.

ნატალია ყიფშიძე, ძალიან მიყვარხარ, მეამაყები და შენი თაობა აუცილებლად იცხოვრებს ისეთ ქვეყანაში, რომლისთვისაც იბრძვის" - წერს ნანკა კალატოზიშვილი.

ცნობისთვის, "TV პირველის" ეთერში ნატალია ყიფშიძის გამოთქმულ მოსაზრებას მისი ბაბუა ზურა ყიფშიძე გამოეხმაურა:

"ვაი მე! სადა ბა­ნა­ობ? შვი­ლო! შე ვი­რიშ­ვი­ლო, ვინ კა­მა­თობს იმა­ზე, რა­საც ამ­ბობ? ცოტა გა­ერ­კვი­ეთ? გა­ა­ხი­ლეთ თვა­ლე­ბი და დაც­ქვი­ტეთ ყუ­რუშ­კე­ბი!? შენ, ჩვე­ნი თა­ო­ბის, მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლი!? სა­ო­ცა­რია? ასე ვინ და­გა­ბო­ლათ? ნაღ­ვლი­ა­ნად ვარ! სამ­წუ­ხა­როა!?"

ნა­ტა­ლიამ ზურა ყიფ­ში­ძის კო­მენ­ტა­რის პა­სუ­ხად კი დაწერა:

"მეც ნაღ­ვლი­ა­ნად ვარ, ბა. მო­გე­წე­რა ან და­გე­რე­კა, ასე თუ შეგ­ტკი­ვა გული. მეც არ გე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ არ მოგ­მარ­თავ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხალ­ხოდ. სამ­წუ­ხა­როა ნამ­დვი­ლად".