loader

"ცოტა მაინც არ იგრძენით უხერხულობა, როცა ასეთ ცილს მწამებდით? უპასუხოდ ვერ დავტოვებდი, ეს ჩემი ღირსების შეურაცხმყოფელი ქმედებაა! გაასწორეთ ეს ინფორმაცია!" - თამრიკო ჭოხონელიძე "პოს TV“-ს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოტა მაინც არ იგრძენით უხერხულობა, როცა ასეთ ცილს მწამებდით? უპასუხოდ ვერ დავტოვებდი, ეს ჩემი ღირსების შეურაცხმყოფელი ქმედებაა! გაასწორეთ ეს ინფორმაცია!" - თამრიკო ჭოხონელიძე "პოს TV“-ს მიმართავს

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში "პოს TV"-ს მიმართავს.

"დიდი ხანია მავანნი ცდილობენ, ხან რა დამაბრალონ, ხან რა... მაგრამ ეს არ მწყინს, რადგან ჩემს სიმართლეში ეჭვი არ მეპარება, არც მე და არც საზოგადოებას.

მაგრამ არის საკითხი, რომელსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებდი, რადგან ეს ჩემი ღირსების შეურაცხმყოფელი და ჩემი უფლებების დამრღვევი ქმედებაა.

მსურს, მივმართო „პოს ტვის", რომლის ეთერშიც გავიდა ეს ცილისმწამებლური სიუჟეტი:

სად არის ჟურნალისტური ღირსება?! პიროვნული თავმოყვარეობა?! არ გრცხვენიათ?! ვისაც არ უნდა ჰკითხოთ (მათ შორის ჩემგან განსხვავებულ აზრზე და პოზიციაზე მდგომ ადამიანსაც), რამდენად ვარ დაკავშირებული რუსეთთან, ჩამიტარებია თუ არა კონცერტი რუსეთში, მიმღერია თუ არა რუსებისთვის - დარწმუნებული ვარ, გეტყვიან „არა-ს"! დიახ, ყველა გეტყვით, რომ კარგად ახსოვთ ჩემი საპროტესტო გამოსვლები და კომენტარები რუსეთში კონცერტების ჩატარებასთან დაკავშირებით. მე ერთ-ერთი ვიყავი, ვინც ეს ხმამაღლა და არაერთხელ გააპროტესტა. 1982 წლის შემდეგ ფეხი არ დამიდგამს რუსეთის სცენაზე, თქვენ კი ამბობთ, რომ 2012 წელს მოსკოვში კონცერტში მივიღე მონაწილეობა.

რატომ არ დაიხმარეთ კადრი, სადაც მე ვმღეროდი რუსებისთვის? - იმიტომ, რომ ვერსად ვერ მოიძიებდით! არ არსებობს ბუნებაში მსგავსი კადრი. ცოტა მაინც არ იგრძენით უხერხულობა, როცა ასეთ ცილს მწამებდით? რა თქმა უნდა, არა!

ამიტომ მოგმართავთ, მყისიერად გაასწოროთ ეს ინფორმაცია და თქვენს მაყურებელს მიაწოდოთ სწორი ფაქტები, მომიხადოთ საჯაროდ ბოდიში ან სხვა გზას არ მიტოვებთ, იმის გარდა, რომ მივმართო სასამართლოს!" - წერს თამრიკო ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში.

მასალის გამოქვეყნების თარიღი: 26.04.2024