loader

რატომ აღარ იძებნება ბუდუ ზივზივაძე "ფეისბუქზე"? - რას წერს ფეხბურთელი "ინსტაგრამზე” - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ აღარ იძებნება ბუდუ ზივზივაძე "ფეისბუქზე"? - რას წერს ფეხბურთელი "ინსტაგრამზე”

ბუდუ ზივზივაძის სოციალური ქსელი "ფეისბუქი" აღარ იძებნება, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი "რეპორტებს" უკავშირებს, თუმცა ფეხბურთელი"ინსტაგრამზე" წერს, რომ "ფეისბუქზე" საკუთარი ანგარიში თავად გააუქმა.

"ჩემით გავაუქმე, მანამდეც გაუქმებული მქონდა. არანაირი შემოსევა არ ყოფილა. ყველაფერს პოლიტიკას ნუ უკავშირებთ, გეკითხათ ჯერ" - წერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი.

შეგახსენებთ, ფეხბურთელმა უკვე მეორედ მხარდაჭერა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.