"მცირე ასაკის ბავშვებში შეიძლება მიმდინარეობდეს საკმაოდ მძიმედ და გარდაცვალების შემთხვევებიც დაფიქსირდეს... " - ივანე ჩხაიძე ასახელებს ერთადერთ მედიკამენტს, რომელსაც ყივანახველის გართულებებისგან დაცვა შეუძლია
"პირველ ეტაპზე ვერც ექიმი და ვერც მშობელი ვერ ხვდება, რომ ბავშვს ყივანახველა აქვს... ერთადერთი პრეპარატი, რომელსაც ყივანახველის გართულებებისგან დაცვა შეუძლია, არის "აზიტრომიცინი" - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.