“ვიდეოები ჩემმა Ray-Ban Meta სათვალემ გადაიღო!“ - რას აქვეყნებს მარკ ცუკერბერგი ოპერაციიდან 6-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ
Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი facebook-ზე მორიგ სიახლეს ავრცელებს. მისი თქმით, 6-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ის სერფერობას სიხარულით დაუბრუნდა. თუმცა ამ შემთხვევაში საინტერესოა ერთი დეტალი, მარკი Ray-Ban Meta-ს სათვალით გადაღებულ ვიდეოებსაც აქვეყნებს, რომლებმაც საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
“6 თვე ოპერაციიდან და მოხარული ვარ, რომ სერფერობას დავუბრუნდი. ვიდეოები ჩემმა Ray-Ban Meta სათვალემ გადაიღო!“ - წერს ცუკერბერგი.
ჭკვიანი Ray-Ban Meta სათვალე ცუკერბერგმა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა. მისი საშუალებით ფოტოს და ვიდეოს გადაღება, მუსიკის მოსმენა და ტელეფონზე საუბარია შესაძლებელი. სათვალე ოცი სხვადასხვა დიზაინით გამოდის და მისი საწყისი ფასი 299 აშშ დოლარია.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, სათვალეს ორი 5-მეგაპიქსელიანი კამერა აქვს, რომლითაც სურათების და 30 წამამდე ხანგრძლივობის ვიდეოს გადაღებაა შეიძლება. ასევე, LED-ნათურებითაა აღჭურვილი. ცნობისთვის, სრულად დამუხტული სათვალის ელემენტი ექვს საათს ძლებს.