ბიძინა ივანიშვილის ესკორტი ავტობანზე პატრულმა გააჩერა
იხილეთ: ბიძინა ივანიშვილმა პატრულს და პოლიციას მიმართა
ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა, გაავრცელა ვიდეო, რომელიც "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრებმა მიაწოდეს. დასავლეთ საქართველოში მიმავალი ესკორტი საპატრულო პოლიციამ თითქმის ერთი საათით შეაყოვნა.
თავდაპირველად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გაჩერების მიზეზად ივანიშვილის თანმხლები ორი მანქანის გადამოწმება დაასახელეს. თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მანქანები საგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერეს. პატრულის თანამშრომლებთან სასაუბროდ ბიძინა ივანიშვილი გადავიდა, რომელიც სიტუაციის გარკვევას თავად ცდილობდა.