"ნიკოს ბენდის" წევრი მანუ მურღულია გუნდიდან წავიდა - რას ამბობს ნიკო ნანიტაშვილი?
"პოს TV"-ის იუმორისტულ გადაცემას, "ნიკოს შოუს", ახალი წევრი ჰყავს. "ნიკოს ბენდის" სოლისტი ანანო სამხარაძე გახდა. როგორც გაირკვა, ბენდის სოლისტი მანუ მურღულია გუნდიდან წავიდა.
ამ თემაზე AMBEBI.GE-სთან კომენტარი"ნიკოს შოუს" ხელმძღვანელმა და გადაცემის წამყვანმა ნიკო ნანიტაშვილმა გააკეთა.
"მანუს წასვლა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. სამწუხაროა, რომ ის ბენდიდან წავიდა. ყოველ შემთხვევაში, არავითარი ჩხუბი, კამათი არ მომხდარა, ძალიან მშვიდად წავიდა" - ამბობს ნიკო ნანიტაშვილი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "პოს TV"-ზე გადაცემა, რომელიც ირმა სოხაძესა და მანუ მურღულიას მიჰყავდათ, შეაჩერეს.
"გადაცემა გავაჩერეთ. ეს საერთო აზრია, ხოლო დავხურავთ თუ არა, გაირკვევა. საერთოდ არ არის სწორი ფორმულირება, რომ დამიხურეს გადაცემა.
მით უმეტეს, ჩემი კომენტარისა თუ ინტერვიუს გამო?! არავის არაფერი დაუხურავს, საყვედურიც არავის უთქვამს.
ასე რომ, გავაჩერეთ გადაცემა. ახლა ასეთი მდგომარეობაა. განუსაზღვრელი დროით გავაჩერეთ და გადავწყვეტთ, გავაახლებთ, სხვას გავაკეთებთ თუ, წამოვალ მაგ არხიდან. ვნახოთ, შევხედავთ მოვლენების განვითარებას" - განაცხადა სოხაძემ.