loader

საგანგაშო ვითარება და ევაკუირებული მოსახლეობა - 2019 წელს აშენებული კორპუსი ინგრევა, რას აცხადებენ მერიაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგანგაშო ვითარება და ევაკუირებული მოსახლეობა - 2019 წელს აშენებული კორპუსი ინგრევა, რას აცხადებენ მერიაში?

ბინა ვაშლიჯვარში, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და მოპირკეთებული ეზო - ერთი შეხედვით, მოწესრიგებული, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსის უკან სახიფათო, ავარიული შენობა-ნაგებობა დგას. არზაყან ემუხვარის 9 ნომრის მოსახლეობა ახლა სამხარაულის დასკვნის მოლოდინშია.

კომპანია, რომელმაც 10-სართულიანი კორპუსი ააშენა, ტორის სახელით არის რეგისტრირებული.

ვაშლიჯვრის პროექტზე ნებართვა 2016 წელს მიიღეს, 2019 წელს კი მშენებლობა დასრულდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კომპანია თავს ამჟამად გაკოტრებულად აცხადებს. მათ სახელზე კი რეალურად რამდენიმე პროექტი ირიცხება. ჩვენ ვცადეთ კითხვების დასმა კომპანიის წარმომადგენლებთან, თუმცა უშედეგოდ.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად შეესაბამება ტორის მიერ აშენებული კორპუსების უსაფრთოება ნორმებს, რადგან მათი მეირ აშენებული პროექტები ეჭვს აჩენს.

აღმოჩნდა, რომ კორპუსი, რომელშიც მოსახლეობა 2019 წლიდან ცხოვრობს, ექსპლუატაციაში შესული ამ დრომდე არ არის, რაც ნიშნავს იმას,რომ მერიას ის ამ დრომდე არ შეუმოწმებია.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ბედი ელით ადგილობრივებს და ექვემდებარება თუ არა შენობა გამაგრებას. როგორც მერიიდან გვაცნობეს, სამხარაულის ექსპერტიზის პასუხი ამ დრომდე უცნობია.

რეალურად კი, პრობლემა ისაა, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება არ არის სახელმწიფოს მხრიდან გაკონტროლებული. როგორც სამართლის ექსპერტი უჩა ზაქაშვილი ამბობს, კანონმდებლობა 2021 წელს შეიცვალა, თუმცა ის მანამდე გაცემულ ნებართვებს არ ეხება. შესაბამისად, 2018-23 წლების სტატისტიკის თანახმად , საქართველოს მასშტაბით, 59 ათასი სამშენებლო ნებართვა იყო გაცემული, საიდანაც მხოლოდ 12 000 შევიდა ექსპლუატაციაში, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, 80 პროცენტში უამრავი ხარვეზი შეიძლება არსებობდეს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-მარტში 2 492 სამშენებლო ნებართვაა გაცემული, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით მეტია.ამავე პერიოდის მონაცემებით, ექსპლუატაციაში მიღებულია 841 ობიექტი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1 პროცენტით მეტია.

მზარდი სტატისტიკა აჩენს კითხვებს, შეიძლება თუ არა უსაფრთხოების სტანდარტების მონიტორინგის სისტემა და რა ბედი ელის უკვე დაზარალებულ არზაყან ემუხვარის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას.