სტუდენტ ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ - რა ვიდეომასალა ვრცელდება თსუ-ს პირველ კორპუსთან მომხდარ დაპირისპირებაზე?
"ოცნების 20 ლარიანი ტიტუშკები თავს დაესხნენ სტუდენტ ნიკო მანაგაძეს", - ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ცნობილია, რომ შემთხვევა ვაკეში, თსუ-ს პირველ კორპუსთან მოხდა.
ნიკო მანაგაძე, სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელია.