"ძალიან ვღელავ, გვეშინია დაღამების... ისევ თქვენ გთხოვთ..." - ვაშლიჯვარში 2019 წელს აშენებული ავარიული კორპუსის შესახებ სამხარაულის დასკვნა ცნობილია
ვაშლიჯვარში, არზაყან ემუხვარის N9-ში მდებარე ავარიული კორპუსის შესახებ, საიდანაც მოსახლეობა გაასახლეს, სამხარაულის დასკვნა ცნობილია. დასკვნის მიხედვით, კორპუსი აცხოვრებლად საშიშია.
"კორპუსი, რომელიც ინგრევა და სამხარაულის დასკვნა....
უკვე ალბათ დროა, ადვოკატი ჩაერთოს საქმეში, რათა სწორად დაგვაკვალიანოს, რომ მსვლელობა მიეცეს ამ საქმეს.
გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთ კომპეტენტური ადვოკატის მოძიებაში (ჩვენთვის ხელმისაწვდომ ფასში), რათა არ დავიჩაგროთ და ვინმემ ჩვენი ინტერესები დაიცვას" - ამის შესახებ ავარიული კორპუსისის ერთ-ერთი ბინის მფლობელი თინანო ბუჩუაძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
ასევე იხილეთ: საგანგაშო ვითარება და ევაკუირებული მოსახლეობა - 2019 წელს აშენებული კორპუსი ინგრევა, რას აცხადებენ მერიაში?