loader

გალში დაგეგმილი სხდომის ჩაშლაში სერგი კაპანაძე და შოთა უტიაშვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ადანაშაულებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გალში დაგეგმილი სხდომის ჩაშლაში სერგი კაპანაძე და შოთა უტიაშვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ადანაშაულებენ

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლის საფუძველი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის აზრით, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადება გახდა.

მისივე თქმით, ქართული დელეგაცია იმყოფებოდა ზუგდიდში და მზად იყო მონაწილეობა მიეღო გალში დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში დაგეგმილ სხდომაში, თუმცა, ბოლო წუთს სხდომა ჩაიშალა. უტიაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ შეხვედრები გაგრძელდეს, საჭიროა ყველა მხარემ პატივი სცეს ხელმოწერილ შეთანხმებას.

თბილისში გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადება გახდა საბაბი, რომ ხელი შეეშალოს დიალოგს და მოლაპარაკებების პროცესს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მინისტრის მოადგილე ამით გამოეხმაურა აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ანჟეი ტიშკევიჩს დე-ფაქტო სოხუმი არასასურველ პერსონად აცხადებს.

სერგი კაპანაძის თქმით, აფხაზურმა მხარემ ერთ-ერთი მთავარ არგუმენტად გამოიყენა ის, რომ არ ხდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ სათანადო რეაგირება თბილისში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გახმოვანებულ განცხადებებზე.