“ტყუილად არაფერი ხდება… ეს დღე უნდა იყოს თქვენი გამარჯვების დღე“ - პრეზიდენტი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მიმართავს
18 ივნისი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის დაბადების დღეა.
ქართული ფეხბურთის ლეგენდა 1951 წელს თბილისში დაიბადა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს:
“ტყუილად არაფერი ხდება…
ეს დღე უნდა იყოს თქვენი გამარჯვების დღე, ქართული ფეხბურთის გამარჯვების დღე, საქართველოს ერთობის და სიამაყის დღე!!!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.