მეტროსადგურ "ვაჟა-ფშაველაზე" ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა - საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებული იყო
მეტროსადგურ "ვაჟა-ფშაველაზე" ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, ამ დროისთვის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა მთლიანად შეჩერებულია.
„ჯერჯერობით უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“ - აცხადებენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.