"რუსთავი-2"-ის შენობის ჩამონგრევის საქმის მიჩქმალვაში გარდაცვლილის ოჯახი კეზერაშვილისა და ბოკერიას ახლობლებს ადანაშაულებს
2009 წელს "რუსთავი-2"-ის შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ნიკა გელაშვილის ოჯახის წევრები საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.
ნიკა გელაშვილის ოჯახის წევრები აპროტესტებენ სასამართლოს მაშინდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, კომპანია "არტიქსის" მშენებელ დავით გვასალიას სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და საპროცესო გარიგების საფუძველზე დარბაზიდან გაათავისუფლა. გელაშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, "არტიქსი" ეკუთვნის თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მეუღლესა და უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას ცოლის დას. დავით გვასალია კი არის ადამიანი, რომელსაც სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობამ ხელი შეაწმინდა. მისი თქმით, პროცესებს მართავდა გიგა ბოკერიას ცოლის დის, რუსუდან ჩერგოლეიშვილის მეუღლე კახა ნინუა.
"რუსთავი-2" კუთვნილი შენობა, სადაც პროექტი "ვარსკვლავების აკადემია" მიმდინარეობდა, 2009 წელს ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად ტელეკომპანიის ორი თანამშრომელი - ნიკა გელაშვილი და გიორგი გაბუნია გარდაიცვალნენ, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.