"ოპერაცია სასწრაფოა და დიდ თანხებთან არის დაკავშირებული! გთხოვთ, დავეხმაროთ" - ნანუკა გულუა საზოგადოებას მიმართავს
"მეგობრებო, ეს იო ბიჭია, 8 წლისაა, ზუგდიდში ცხოვრობს. ის აპერტის სინდრომით დაიბადა, უიშვიათესი სინდრომით.
სინდრომიდან გამომდინარე, მას სჭირდება სხვადასხვა ოპერაციები, უკვე მას 5 ოპერაცია აქვს ჩატარებული. ამ ეტაპზე ასაკობრივად უწევს ზედა ყბის ოპერაცია, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოპერაციის შემდგომ იო შეძლებს უკეთ სუნთქვას, ყლაპვას, გააუმჯობესეს მხედველობას. შემდგომში ხელს შეუწყობს მის გონებრივ განვითარებას შეფერხების გარეშე.
ოპერაცია სასწრაფოა და დიდ თანხებთან არის დაკავშირებული!!! გთხოვთ დავეხმაროთ.
ლიბერთი ბანკი: #GE80LB0211139248928000
საქართველოს ბანკი: #GE65BG0000000161351283
თიბისი ბანკი: #GE61TB7439345068100038
მიმღები: ალექსი ხარებავა" - წერს ნანუკა გულუა.