loader

რუსეთის თავდასხმას 33 ადამიანი ემსხვერპლა - კიევში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის თავდასხმას 33 ადამიანი ემსხვერპლა - კიევში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. უკრაინის საგანგებო სამსახურის ცნობით, 8 ივლისს, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვია. დაშავდა 121 ადამიანი, მათ შორის - 10 ბავშვი.

8 ივლისს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. კიევში რაკეტა მოხვდა ქვეყნის უდიდეს ბავშვთა საავადმყოფოს, ასევე, კერძო კლინიკასა და საცხოვრებელ კორპუსებს.

ბავშვთა კლინიკაში ორი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ექიმი იყო. შევჩენკოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახლში თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, შევჩენკოს რაიონში სამრეწველო ობიექტში - 2 ადამიანი, სოლომენსკის რაიონში ბიზნეს-ცენტრი დაზიანდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, დნეპრის რაიონში ნაწილობრივ დაინგრა კერძო კლინიკის 4-სართულიანი შენობა - დაიღუპა 9 ადამიანი.