"მინდა ჯილდო გადავცე, სამწუხაროდ, გარდაცვალების შემდეგ..." - სალომე ზურაბიშვილმა გიორგი ტუხაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის ჩამოყალიბება-განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქართული სტარტაპ-კომპანიების საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისთვის Startup Grind Tbilisi-ს თანადირექტორი, სტარტაპ-KERNEL-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ტუხაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა.