ვინ არის ულამაზესი ქართველი მეკარე, რომელზეც ყველა ლაპარაკობს
ქართველი მეკარე თათია გაბუნია 2000 წლის 7 ივლისს დაიბადა. თამაშობდა ლანჩხუთის ქსკ-ში. თათია ჩოხატაურიდანაა და ბავშვობიდან თამაშობს ფეხბურთს. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს იგი გადავიდა თურქეთში და გააფორმა კონტრაქტი დიარბაკურში დაფუძნებულ კლუბ Amed SFK-სთან. Amed SFK-ში მხოლოდ ერთი გამოჩენის შემდეგ ის სახლში დაბრუნდა.
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა - ირის ანტმანის გუნდმა ჯგუფური ეტაპის ფინალურ შეხვედრაში მოახერხა და სტუმრად ლიეტუვის ნაკრები 1:0 დაამარცხა.
აღნიშნულ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდის მეკარემ, თათა გაბუნიამ, რომელმაც ჯერ კიდევ 3 წლის წინ აალაპარაკა მთელი მსოფლიო, როდესაც შვედეთის უძლიერესი გუნდის, "როსენგარდის" წინააღმდეგ ერთ მატჩში 21 სეივი შეასრულა.