loader

ვარკეთილში მოკლული 19 წლის ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს - "არ მჩვევია პოსტების წერა და არც შემიძლია ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, უბრალოდ, მინდა ხალხმა იცოდეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვარკეთილში მოკლული 19 წლის ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს - "არ მჩვევია პოსტების წერა და არც შემიძლია ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, უბრალოდ, მინდა ხალხმა იცოდეს"

ვარკეთილში მოკლული 19 წლის შაკო ისაევის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

"არ მჩვევია პოსტების წერა და არც შემიძლია ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, უბრალოდ, მინდა ხალხმა იცოდეს, თუ როგორი წარმატებული, განსაკუთრებული, კეთილსინდისიერი და მზრუნველი შვილი წამართვეს ნაძირლებმა.

საავიაციო უნივერსიტეტის გრანტიანი სტუდენტი, რომელსაც თავისი საქმე ისე უყვარდა, რომ სამსახურიც საავიაციო კომპანიაში, "ჯორჯიან აირვეისში" დაიწყო.

ჩემი შვილი, რომელსაც ქუჩასთან შეხება არასდროს ჰქონია, ქუჩური მენტალიტეტის მიმდევრებმა შეიწირეს.

იმედი მაქვს ღმერთის და კანონის უზენაესობის.

მინდა, მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველის აპარატს, თვალი ადევნონ საქმის მიმდინარეობას, რათა დამნაშავეები კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დაისაჯონ.

ეს შემთხვევა ყოფილიყოს მაგალითი ყველასთვის, რომ აღარც ერთმა დედამ არ ნახოს ის სიმწარე, რასაც მე ახლა გავდივარ"...

ცნობისთვის, ვარ­კე­თილ­ში ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სას და­შა­ვე­ბუ­ლი 19 წლის ახალ­გაზ­რდა მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. შაკო ისა­ე­ვის გა­დარ­ჩე­ნას ექი­მე­ბი 15 ივ­ნი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ცდი­ლობ­დნენ. ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­ში თა­ვის უმ­ძი­მე­სი ტრავ­მით შე­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდამ ვარ­კე­თილ­ში, ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვის დროს მი­ი­ღო.

ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია სამი პირი. გა­მო­ძი­ე­ბა 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ასევე იხილეთ: "ვითომ "კაიბიჭობდნენ"... ასე როგორ გაიმეტეს სასიკვდილოდ?! თურმე სხვები უყურებდნენ... საუკეთესოდ აღზრდილი, უჭკვიანესი ბიჭი იყო" - ვარკეთილში, 19 წლის ბიჭის მკვლელობის ახალი დეტალები