ვლადიმერ სანაკოევისთვის ჟენევის მოლაპარაკებებში ექსპერტად ჩართვა არ შემითავაზებია - დიმიტრი სანაკოევი
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, "კოკოითი ფანდარასტის" ყოფილი ხელმძღვანელის, ვლადიმერ სანაკოევის განცხადებას უარყოფს.
როგორც "პალიტრა ტვს" დიმიტრი სანაკოევმა განუცხადა, მას არ შეუთავაზებია ვლადიმერ სანაკოევისთვის ჟენევის მოლაპარაკებებში ექსპერტად ჩართვა, როგორც ამას თავად ვლადიმერ სანაკოევი ამბობს.
"ეს განცხადება ტყუილია. მან თვითონ მთხოვა, ვიზა გამეკეთებინა მისთვის ჟენევის მოლაპარაკებებზე", -განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა. მისივე თქმით, ამ შეთავაზებაზე მას უარი უთხრა, რადგან მიიჩნევს, რომ ვლადიმერ სანაკოევის თემა საქართველოში დახურულია.
რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ "ის მზად არის, ვლადიმერ სანაკოევს საქართველოს სამსახურის უფლება მისცეს", დიმიტრი სანაკოევმა განმარტა, რომ ეს განცხადება გულისხმობს შემდეგს - ვლადიმერ სანაკოევმა თავისი უფლება განახორციელოს და საქართველოში ჩამოვიდეს, როგორც ქვეყნის მოქალაქე.
მოძრაობა "კოკოითი ფანდარასტის" ყოფილი ხელმძღვანელის, ვლადიმერ სანაკოევის განცხადებით, მას სამხრეთ ოსეთი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა შესთავაზა, ჟენევის მოლაპარაკებებში დამოუკიდებელ ექსპერტად ჩართულიყო. ამის შესახებ ვლადიმერ სანაკოევმა რადიოსადგურ "ეხო კავკაზას" განუცხადა.
რაც შეეხება შეთავაზებას, "კოკოითი ფანდარასტის" ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, დიმიტრი სანაკოევმა ჟენევის მოლაპარაკებებზე აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ტერმინ "ოკუპირებული ტერიტორიების" დასაბუთება სთხოვა.