loader

გაზის ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება სავალდებულო ხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაზის ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება სავალდებულო ხდება

გაზის ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება სავალდებულო ხდება. ყველა თვითმმართველ ქალაქში 2024 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, გაზმომარაგების კომპანიაში შეტანილი განაცხადის საფუძველზე, ბუნებრივი აირის ჭკვიანი მრიცხველი უნდა მოეწყოს. რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ვადად 2025 წლის 1-ელი ივლისი განისაზღვრა. თუმცა დადგენილი ვადები მხოლოდ ახალ კორპუსებს ეხება. "სემეკის" დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ „დაბალი წნევის 0-10 კუბ.მ/სთ-მდე სიმძლავრის მომხმარებელი უფლებამოსილია, არსებული აღრიცხვის კვანძის ნაცვლად, განაწილების ლიცენზიანტს მოსთხოვოს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეუძლებელია სისტემის ოპერატორის მიერ ჭკვიანი აღრიცხვის სისტემით აღრიცხვის მონაცემების დისტანციურად გადაცემა)“. აღსანიშნავია ისიც, რომ ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველმა განაცხადის წარდგენამდე ჭკვიანი მრიცხველის საფასურის ნახევარი წინასწარ უნდა გადაიხადოს, დანარჩენი კი დამონტაჟებიდან 10 დღის ვადაში. მომხმარებლის წნევის საფასურის მიხედვით, ჭკვიან მრიცხველს სხვადასხვა ფასი აქვს და 10 კუბ.მ/საათამდე 450 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს. შესაბამისად, რაც უფრო მაღალია ბუნებრივი აირის მიწოდების წნევა, მრიცხველის საფასურიც იზრდება და დაბალი წნევის შემთხვევაში, მაქსიმალური ღირებულება 9200 ლარს, საშუალო წნევის შემთხვევაში კი 25 ათას ლარსაც კი აღწევს. გარდა იმისა, რომ ჭკვიანი მრიცხველი მონაცემების დისტანციურად წაკითხვა-გადაცემის შესაძლებლობებს იძლევა, ასევე შესაძლებელია დისტანციურად ბუნებრივი აირის ჩართვა და გათიშვა, რაც მნიშვნელოვანი ფუნქციაა ბუნებრივი აირის ქსელიდან ან და დანადგარებიდან გაჟონვის პრევენციისთვის.

ვიდეო: "საქმე"